19 მაისი 2024,   04:01
ვრცლად
ხელისუფლება არჩევნებამდე ქვეყანას ხელოვნურად კეტავს - გიორგი კანდელაკი

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი  ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ საზღვრების გახსნა ფორმალურია და ხელისუფლება არჩევნებამდე ქვეყანას ხელოვნურად კეტავს.

"მთავრობის სურვილია, რომ ავიაკომპანია "ვიზიარმა" ჩვენი ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, საერთოდ არ განაახლოს რეგულარული ფრენები არჩევნებამდე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მთავრობის დუმილი შეგვიძლია მივიჩნიოთ დასტურად, რომ ამ "ფორმალური" გახსნის ფონზე, ხელში შეგვრჩება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენები და დე ფაქტო, საქართველო დარჩება ჩაკეტილი არჩევნებამდე.

დღის ამბები