19 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
თუ აფხაზური მხარე მართლაც მზად არის თანამშრომლობისთვის, საქართველოს კარი ღიაა - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ჯემალ გამახარია, დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას საყურადღებოდ მიიჩნევს, ვინაიდან აფხაზური მხარე მოლაპარაკების შესახებ მზადყოფნას პირველად გამოხატავს.

"თუ აფხაზური მხარე მართლაც მზად არის თანამშრომლობისთვის, საქართველოს კარები ღიაა. ურთიერთობის დათბობა შერიგებისკენ, ნდობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა ამ განცხადებიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია და ამისთვის უპირველეს ყოვლისა უკვე არსებული მექანიზმი, ჟენევის დისკუსიების მექანიზმი, უნდა იყოს გამოყენებული, -" განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ქართულ მხარესთან დიალოგზე ისაუბრა, რასაც სოხუმში პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები