19 მაისი 2024,   04:15
ვრცლად
რუსეთის განცხადება გარდა იმისა, რომ პროვოკაციულია, სერიოზული საფრთხის შემცველია რეგიონული უსაფრთხოებისთვის - ირაკლი ბერაია

საოკუპაციო რეჟიმის მორიგ ბრალდებებს ქართველი პოლიტიკოსები პასუხობენ.  

"ჩვენ ჩვენს საქმეს აუცილებლად ბოლომდე უნდა მივხედოთ. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხდება საოკუპაციო ზოლთან, უმკაცრესად უნდა იყოს შეფასებული. ოკუპანტებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, სტრატეგიულ პარტნიორებს აბრალოს, რომ თურმე ისინი არიან არაკორექტულები,"- აცხადებს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას შეფასებით კი, რუსეთის განცხადება პროვოკაციული და საფრთხის შემცველია. 

"რუსეთის განცხადება, გარდა იმისა, რომ არის პროვოკაციული, ასევე არის ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი მთელი რეგიონული უსაფრთხოებისთვის. რუსული განცხადებები სავსეა ცინიზმით, ვინც უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ეს გახლავთ სწორედ რუსეთის ფედერაცია," - აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველო პროვოკაციაში დაადანაშაულა. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებზე წერს და თბილისს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსული მხარე საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკრიტიკებს.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისა და ოფიციალურ მოსკოვთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან არსებული დიალოგის ფორმატების გამოყენებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები