19 მაისი 2024,   04:58
ვრცლად
პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო. მესამე მოსმენა და საბოლოო დამტკიცება ხვალ არის ჩანიშნული.

ცვლილებებს ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ რისკებზე, რომ დამატებით ძალაუფლებას სახელმწიფო საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

"მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის შესახებ კანონში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რატომღაც კმაყოფილი არის ზოგიერთი ამ სექტორის წარმომადგენელი. დიდად სასიხარულო არაფერი აქვთ. კი საკუთრების უფლებას არ შეეხებიან, როგორც იქნა ეს ბრძოლის შედეგად იქნა მიღწეული. დროებითი მმართველის დატოვება ამ კანონში, ნიშნავს, რომ ფაქტობრივად კომუნიკაციების და შემდეგ მომიჯნავე მედია სექტორი ყოველთვის იქნება რისკის ქვეშ," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"შედეგი ამას ექნება ერთადერთი, ამ სფეროში შემცირდება ინვესტიციები, კომპანიები დაზარალდებიან და სახელმწიფო მოიპოვებს კონტროლს. ამას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი და უწერს ხელს მისი კომუნიკაციების კომუნიკაცია, რომელიც მისი ყურმოჭრილი კომისიაა, არამედ მათ შორის ყურმოჭრილი კომიტეტის თავმჯდომარეც," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ."

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძის განცხადებით, ეს არის ის კანონი, რომელიც ბიზნესგარემოსთან მიმართებაში ცუდ შედეგებს გამოიწვევს.მმართველი გუნდი კი, ცვლილებებს ეკონომიკური სტაბილურობით ხსნის. მათი შეფასებით, პროექტთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება მხარეებს შორის. მათივე განცხადებით, ეს პროექტი ორიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობაზე.

როდესაც ქვეყანაში არსებობს ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ძალიან დიდი მნიშველობა აქვს, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი ვალდებულება და ძალიან კონკრეტული ფუნქცია უსაფრთხოების კუთხით. მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ ბიზნესის ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. ამ კანონის აღსრულების მექანიზმი დაიხვეწა იმდენად, რომ მიღწეული იქნება ეს ორივე შედეგი - სახელწიფო უსაფრთხოება და ბიზნესის ხელშემწყობი გარემო," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.

დღის ამბები