26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
თუ მსხვილი კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი - კახა ბექაური 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ მსხვილი კომპანია სახელმწიფო ვალდებულებებს არ ასრულებს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი, მისი განმარტებით კი, ეს ქმედითი მექანიზმი დროებითი მმართველია.

"უნდა გაითავისოს სულ ყველამ, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს უფლებამოსილების გარეშე. სახელწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ თუ ეს მსხვილი კომპანიები არ ასრულებენ სახელმწიფო ვალდებულებას და კანონის მოთხოვნებს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილებების, რომელიც ავალებს, რომ შეასრულოს კანონი, ამის ქმედითი აღსრულების. ეს ქმედითი ინსტრუმენტი და აღსრულების ინსტრუმენტია დროებითი მმართველი. ეს კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც, შედგა კონსენსუსი და მათ შორის ამ პუნქტსაც ისინი დათანხმდნენ," - აღნიშნა კახა ბექაურმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

დღის ამბები