20 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
გიორგი რურუა დანაშულის მსხვერპლია, მას იარაღი პოლიტიკური ნიშნით ჩაუდეს - დიმიტრი საძაგლიშვილი

გიორგი რურუას სასამართლო განხილვა ბოლო ეტაპზეა. საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარე პროცესზე დასკვნით სიტყვას პროკურორები წარმოთქვამენ.

შემდეგ პროცესზე კი შემაჯამებელ სიტყვას უკვე ადვოკატები იტყვიან. დღევანდელი სხდომის დაწყებისას გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბრალდებას არ ეთანხმება.

დაცვის მხარის მტკიცებით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები და დაკითხული მოწმეების ჩვენებები ბრალდებულის უდანაშაულობას ამტკიცებს. 

გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუა დანაშაულის მსხვერპლია და ცეცხლსასროლი იარაღი პოლიტიკური ნიშნით ჩაუდეს.

დღის ამბები