19 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
ეს ის ცენტრია, რომლითაც საქართველო უნდა ამაყობდეს - კელი დეგნანი ლუგარის ცენტრზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთის ახალ ბრალდებებს პასუხებს. კელი დეგნანისთვის კიდევ ერთი თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე იმის მცდელობაა, რომ საზოგადოების ცნობიერებაში დარჩეს უარყოფითი დამოკიდებულება ცენტრის მიმართ. 

იმ ლაბორატორიის, რომლის არსებობითაც დიპლომატის აზრით ქვეყანამ უნდა იამაყოს. შტატების ელჩმა ცოტა ხნის წინ გააკეთა კომენტარი.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკა არ შეწყვეტს საქართველოსთვის მხარდაჭერას და სიმართლის საუბარს იმაზე, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან.

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. დღეს ვიყავი ლუგარის ლაბორატორიაში და მივიღე მონაწილეობა სტაჟირების დასრულების ცერემონიაში. ეს ის ცენტრია, რომლითაც საქართველო უნდა ამაყობდეს. არაჩვეულებრივმა გუნდა, რომელსაც პაატა იმნაძე და ამირან გამყრელძე ხელმძღვანელობდნენ, კოვიდთან გამკლავება კარგად შეძლეს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რომ დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი მოსახლეობა. ცოტა ირონიულია, როდესაც რუსეთის მხრიდან მსგავსი გამოხმაურებები გვესმის. დაბრკოლებები მოდის სწორედ რუსეთიდან," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები