19 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება - პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. პრემიერის შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზებას.

"ჩვენი ზრუნვა ოჯახზე პირველ რიგში უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრს მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემა თუ რამდენად ადეკვატურად იმოქმედა საპატრულო პოლიციამ გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში და ხომ არ მოქმედებს ჟურნალისტური გამოძიება სამართალდამცავების მიერ წარმოებულ გამოძიებაზე უფრო სწრაფად. გიორგი გახარიას თქმით, თუ ვინმემ ამ საქმეში არაკეთილსინდისიერად იმოქმედა სათანადო გამოძიების შემდეგ დაისჯება, რაც შეეხება გამოძიების ტემპებს, პრემიერის თქმით, თუ მედია გამოძიებას უსწრებს წინ, ეს ცუდია:

"მედია თუ რაღაცას წინ უსწრებს ეს ძალიან ცუდია. ეს არის უაღრესად ცუდი, იმიტომ რომ მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ მე ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ოჯახის და საზოგადოების მორალურ მდგომარეობას.მერწმუნეთ და მე ამაში ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, რომ თუკი იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ჩვენ პირველი უნდა გამოვიძიოთ და ვნახოთ ვინ იყო დამნაშავე, ამის შემდგომ თუ იქ რაღაცა არასწორად იყო ეს ცალკე გამოძიების საგანია და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა იქნება დასჯილი. ამ დასკვნებს აკეთებს გამოძიება და უნდა დაველოდოთ გამოძიებას.

ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ხდება ამ საკითხის პოლიტიზება. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედია და ჩვენ, მოქალაქეებმა, ჩვენი ზრუნვა ოჯახზე პირველ რიგში უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით ის გამოძიების შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, თუმცა საკითხი კონტროლზე ჰყავს აყვანილი:

"შიდა საქმეებში და გამოძიებაში მე როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ მაგრამ რა თქმა უნდა საკითხი კონტროლზე მყავს,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები