19 მაისი 2024,   06:07
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის ტრენინგების მეორე ეტაპი დაიწყო

"როგორ დავნერგოთ Covid 19 –თან დაკავშირებული ძირითადი რეკომენდაციები განთავსებისა და კვების ობიექტებში" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 15 ივლისიდან - 31 ივლისის ჩათვლით ტრენინგების შემდეგ ქალაქებში ტარდება: ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ქუთაისი, ზუგდიდი, ანაკლია, მესტია, ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, გუდაური, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური,  ფოთი.

7 ივლისიდან - 15 ივლისის ჩათვლით ტრენინგები უკვე გაიმართა: მცხეთაში,  გორში, ხაშურში, კასპში , ბათუმში, ქობულეთსა და თელავში.       

ტრენინგების  I ეტაპი მოიცავდა ონლაინ სასწავლო კურსებს. 3 ივნისიდან - 12 ივნისის ჩათვლით გადამზადდა 1000- მდე განთავსებისა და კვების ობიექტის წარმომადგენელი.     ონლაინ ტრენინგ კურსი გაიარეს იმ განთავსების ობიექტებმაც, რომლებმაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმების საფუძველზე პირველ ეტაპზე საქმიანობის გაგრძელების ნებართვა ვერ მიიღეს.

"ტურიზმის ადმინისტრაციის ინიცირებით მიმდინარეობს მასშტაბური ტრენინგების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულიად უსასყიდლოდ გადამზადების კურსს კერძო სექტორის წარმომადგენლები გადიან. გადამზადების კურსი  ეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებს,  რომ განთავსების, კვების, ობიექტების წარმომადგენლებმა და გიდებმა იცოდნენ, თუ რა სავალდებულო რეგულაციებია დაწესებული პოსტპანდემიურ პერიოდში, რომ  სწორად შეძლონ ბიზნესის ოპერირების დაგეგმარება და რა თქმა უნდა უსაფრთხოდ მიიღონ ტურისტები. ამ ეტაპზე ტურიზმის ადმინისტრაციამ უსასყიდლოდ ჯამში გადაამზადა 1500-მდე ადამიანი.  ეს მნიშვნელოვანია, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენ მოვუწოდებთ ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს, რომ სურვილისამებრ ჩაერთონ ტრენინგებში, რაც მათ დაეხმარებათ საქმიანობის განხორციელებაში,"-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეთავაზებული ტრენინგების მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ მოახდინონ ადაპტირება ახალ სტანდარტებზე და შემოწმების შემდეგ განაახლონ ოპერირება. 

დღის ამბები