22 მაისი 2024,   04:46
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ქობულეთში - მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ქობულეთში მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ქობულეთში, მდინარე კინტრიშის და ზღვის შესართავთან სამი აპირი ბანაობდა, ორი არასრულწლოვანი გამოყვანილია, ახალგაზრდა მამაკაცს კი ვეღარ პოულობენ.

მათივე განცხადებით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია ქობულეთის და ბათუმის მყვინთავები.

დღის ამბები