22 მაისი 2024,   03:14
ვრცლად
"გახელაძემ სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა"- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამხედრო პროკურორი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მედია, მათ მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტო Рес-თან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე,წ სამხედრო პროკურორი ტიგრან კაბულოვი აცხადებს გახელაძემ ე,წ მესაზღვრეების მისამართით მინიმუმ 5-ჯერ გაისროლა:

"გახელაძემ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და თან ჰქონდა გლუვლულიანი, ნახევრად-ავტომატური იარაღი. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წარმოებული შემოწმებისას ის შეამჩია სასაზღვრო რაზმმა და შეჩერება უბრძანეს, თუმცა გახელაძე მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა. საქართველოს მოქალაქემ ასევე გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა. რაზმი თავის მხრივ იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა დამიზნებით სიცოცხლისთვის ნაკლებ საშიშ ადგილზე, როგორიცაა კიდურები, გახელაძე ტერფში დაჭრეს და დააკავეს. ის კარანტინში იმყოფება. ეს ზომა გატარებული  იმ მიზნით, რომ კორონავირუსის ინფექცია გამოირიცხოს,"-აცხადებს კაბულოვი.

ე,წ პროკურორის თქმით, საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმს 2 მუხლით (სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა) აქვს საქმე აღძრული.  

დღის ამბები