21 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
გურჯაანში მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა - მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა

უბედური შემთხვევა გურჯაანში. ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთი-ერთი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.

ბავშვი თავდაპირველად, ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. რის შემდეგაც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე  გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები