21 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ხობში მოპედი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოპედი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ქალი და მოპედის მძღოლიც. ორივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტები გონზე არიან და გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

მომხდარზე გამოძიება სს სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები