17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას ხვალიდან "ნაციონალური მოძრაობა" იწყებს

"ნაციონალური მოძრაობა" ხვალიდან კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას იწყებს. ამის შესახებ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ყველა ვადა ამოიწურა იმისთვის, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარება გაეწიათ.

ოპოზიციონერმა დღესვე ინიციატივა გაახმოვანა. ის თანაგუნდელებთან ერთად სტიქიის ზონაში ზარალის დათვლას აპირებს, რის შემდეგაც ყველა მონაცემს შეაჯამებენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციებს გასცემენ.

მანამდე კი, სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ სტიქიის დროს დაზიანებული სახურავების სრულად ან ნაწილობრივ რეაბილიტაცია მოხდება.

დღის ამბები