19 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი, თუ ვის დაასახელებს "ქართული ოცნება" მაჟორიტარებად - "კურიერისთვის" მათი ნაწილის ვინაობა ცნობილია

ცნობილი ქვეყნის მასშტაბით "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული 30 მაჟორიტარი დეპუტატი.

"კურიერის" ინფორმაციით, მმართველი გუნდის სახელით, რუსთავის მუნიციპალიტეტში თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იბრძოლებენ.

ქართული ოცნების კანდიდატია სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში იქნება გივი ჭიჭინაძე. ის ამ დროისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთი - გოჩა ენუქიძე, გურჯაანი საგარეჯო დედოფლისწყარო- დათო სონღულაშვილი. გუჯა გოცირიძე- ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა.

მცხეთა - მთიანეთი- დიმიტრი ხუნდაძე. დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი. ნაძალადაევი- თეა წულუკიანი, სამგორი - სოზარ სუბარი , ლევან კობიაშვილი - გლდანი, საბურთალო - დავით სერგეენკო.

რაც შეეხება ალექსანდრე მოწერელიას, კურიერის ინფრომაციით, მოქმედი გუბერნატორი კენჭს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში იყრის.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით მაჟორიტართა სიაში, როგორც გამოცდილი ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი პოლიტიკოსებიც იქნებიან.

"იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრებიც და ახალგაზრდა ნიჭიერი წევრებიც. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ვის რა საარჩევნო რესურსი აქვს მაჟორიტარულ ოლქებში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები