19 მაისი 2024,   10:56
ვრცლად
მედიკოსების თქმით, COVID-19-ით გარდაცვლილ მე-16 პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით დღეს მე-16 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში ოფიციალური განმარტებები გააკეთეს.

72 წლის კაცი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით სამედიცინო დაწესებულებაში 16 ივლისს გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა მედიკოსების ინფორმაციითვე, პაციენტს ასევე სხვადასხვა თანდართული ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობა უკვე სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"გადმოყვანილ იქნა ჩვენთან 16 ივლისს, გამთენიისას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრიდან ე.წ. ინგოროყვას კლინიკიდან, სადაც ის იტარებდა გეგმიურ ჰემოდიალიზს. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე, საყურადღებო, დინამიკაში გაუარესდა. ქრონიკული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ტერმინალური სტადია, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, ანუ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა პაციენტი, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რევმატოიდული ართრიტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია," - განაცხადა მცხეთის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.

დღის ამბები