27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული პროვოკაციები ხაზს უსვამს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების აუცილებლობას - ალექსანდრე მაისურაძე 

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44 სესიაზე საქართველოს წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი რთული ვითარება იყო.

სიტყვით გამოვიდა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე. თავის გამოსვლაში ალექსანდრე მაისურაძემ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრების და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ შემთხვევაზე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრას და უკანონო დაკავების ფაქტს ეხება.

"სულ რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს უკანონოდ, ხოლო დაკავებამდე მას ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. ეს არის რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, ისევე, როგორც პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრული უგულებელყოფა.

ძვირფასო კოლეგებო, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული პროვოკაციები, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ხაზს უსვამს ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ჩართულობის აუცილებლობას,"- აღნიშნა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ.

გამოსვლას წინ უძღოდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ რეზოლუციის "თანამშრომლობა საქართველოსთან" შესრულების ზეპირი ანგარიშის წარდგენა.

"ერთ-ერთ გამოწვევად რჩება თავისუფალი ხაზების გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. საანგარიშო პერიოდში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მოქალაქეთა უკანონო დაკავება გრძელდებოდა. COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების შემადგენელ ნაწილად ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხშირმა ჩაკეტვამ უფრო მეტი ადამიანის იზოლაცია გამოიწვია. დაირღვა ადამიანის ისეთი უფლებები, როგორიცაა ჯანდაცვაზე წვდომა,"- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ტექნიკური თანამშრომლობის და საველე ოპერაციების დირექტორმა ჟორჟეტ განიონიმ.



დღის ამბები