12 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანს სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანს სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის საზღვართან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბაქომ ბოლო 24 საათში 7-ჯერ დაარღვია. აზერბაიჯანული მხარე ბრალდებებს უარყოფს და სომხეთის მიერ გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს.

ამ ეტაპზე ორივე ქვეყნის წარმომადგენლები კონფლიქტურ რეგიონში მშვიდი ვითარების შესახებ იუწყებიან.

დღის ამბები