20 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
რუსთავში დიდი სიმძლავრით მოსულმა ელექტროენერგიამ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანა

რუსთავში დიდი სიმძლავრით მოსულმა ელექტროენერგიამ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანა. შემთხვევა მე-7 მიკროში ღამით მოხდა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ "ენერგო პრო ჯორჯიადან"არავინ მისულა.

კომპანიაში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ ადგილზე იყვნენ და ზარალსაც აანაზღაურებენ. ადგილობრივები კომპანიას არამდგრადი ენერგომიწოდების გამო ლიფტების დაზიანებაშიც ადანაშაულებენ, თუმცა კომპანია განმარტავს, რომ ლიფტების ნაწილში "ენერგო პრო" პასუხისმგებელი არ არის.

დღის ამბები