23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 1104-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გავრცელდა.

1-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 912-ია

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5936 მოქალაქე იმყოფება.

დღის ამბები