27 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ჩავარდა ჩვენი ოპონენტების მცდელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ ეს დოკუმენტი - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილის განცხადებით, აშშ–ის სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში აშშ ყოველგვარი პირობითობის გარეშე აცხადებს საქართველოს მხარდაჭერას.

მან აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის დამტკიცებით ჩავარდა ოპონენტების მცდელობა, ის თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. 

"დოკუმენტში არის შესაბამისი გზავნილები, სადაც, ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი პირობითობის გარეშე შეერთებული შტატები აცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული განვითარების, მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის და თავდაცვის სფეროში აშშ-ს მხრიდან ურყევი მხარდაჭერის კუთხით არსებულ პოლიტიკას. ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ჩავარდა ჩვენი ოპონენტების მცდელობა საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინათ დოკუმენტი და არასწორი ინტერპრეტირება მიეცათ იქ არსებულ ფაქტებზე,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ–ის სენატმა მიერ 2021 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

დღის ამბები