27 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
"არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ" - პრემიერი "ფრონტერას" განცხადებას ეხმაურება

გიორგი გახარია "ფრონტერას“ განცხადებას ეხმაურება, სადაც კომპანია საქართველოს ხელისუფლებას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.

"დღეს ჩვენთვის, საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ.

მეორე - არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ და მესამე საკითხი - რა თქმა უნდა, იქ არიან ქართველი დასაქმებული ადამიანები, ვინც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა" საქართველოს მთავრობას "დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ" მოუწოდებს.

კომპანიამ დღეს განცხადება გაავრცელა.

დღის ამბები