19 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია - პრემიერი ვახტანგ გომელაურის გადადგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გახმაურებული საქმეების გამო ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის საკითხის დაყენებას გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება.

"შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი და ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები