18 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ და მნიშვნელოვნად აღვიქვათ კომენტარი და მესიჯი, რაც მოდის სენატორი რიშისგან - კელი დეგნანი

ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამოეხმაურა.

"სრულად უნდა წავიკითხოთ ეს კანონპროექტი. იქ არის ძალიან ბევრი პოზიტიური დახასიათება და კომენტარი საქართველოს მიმართ, იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაღწია ქვეყანამ, კიდევ რა მოლოდინია და რა უნდა გააკეთოს მომავალში უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ და მნიშვნელოვნად აღვიქვათ ის კომენტარი და ის მესიჯი რაც მოდის სენატორი რიშისგან და ნებისმიერი სხვა წარმომადგენლისგან, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ის ხალხი, ვინც ზრუნავს საქართველოზე, ვინც კარგად იცნობს ამ ქვეყანას და სურვილი აქვს მისი განვითარების და წარმატების ხილვის,"-აცხადებს კელი დეგნანი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტის მისი ვერსია, რომელიც, ასევე, შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზავნილებს.

დღის ამბები