17 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
ოზურგეთში ქალი დაჭრეს და გაძარცვეს

ოზურგეთში ქალი გაძარცვეს და დაჭრეს. 42 წლის ქალს, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები თავს დაესხნენ და ხელჩანთა წაართვეს.

წინააღმდეგობის გაწევისას თავდამსხმელებმა ქალი მხარში დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანა.

ქირურგ ლია გოგოტიშვილის თქმით, პაციენტს ჭრილობა მარცხენა მხარის არეში აღენიშნებოდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და ბინაზე გაეწერა. 

შემთხვევა ოზურგეთში გუშინ საღამოს მოხდა.

დღის ამბები