17 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
​გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

​გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17-ი დაკავებულიდან ერთი, მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ბრალდებული გამოძიებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს.

ის ურჩევს საგამოძიებო უწყებას იხელმძღვანელონ მისი 20 ივნისით დათარიღებული ჩვენებით. 

"გამოძიების მიმართ არ მაქვს ნდობა და ჩემი შეფასებით, გამოძიება დაინტერესებული არ არის ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშმარიტების დადგენით. აღნიშნულის რწმენა გამიჩნდა იმის გამო, რომ დღემდე გამოძიება არ დაინტერესებულა, 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩემივე მონაწილეობით. რაც აჩენს განცდას, რომ რეალურად გამოძიება არ არის დაინტერესებული მოწოდებული ინფორმაციით, მისი ნამდვილობით და მისი უტყუარობით. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში ვიმყოფები სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ეს სწორედ იმ უწყების დამსახურებაა, რომელიც დღეს ჩემგან ითხოვს ინფორმაციის მიღებას", - ამბობს არჩილ გაგნიძე. 

მორაგბე არჩილ გაგნიძე ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარებამდე ნახა და რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის ხიდზე ტოიოტას მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. გამოძიება მას თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობას ედავება. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დღის ამბები