18 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ქუთაისში პარტია "ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსის" პირველი რეგიონალური ოფისი გახსნეს

დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შექმნილმა პარტიამ "ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალინსი" პირველი რეგიონალური ოფისი ქუთაისში გახსნა. ოფისის პრეზენტაცია პარლამენტის დეპუტატები მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ოფისს თორნიკე მარჯანიშვილი უხელმძღვანელებს. ის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორია. მისი თქმით, ამ დროისთვის საორგანიზაციო საქმეებით არის დაკავებული, თუმცა არ იცის მომავალში ითანამშრომლებს თუ არა პარტიასთან.  

არ არის გამორიცხული, რომ თორნიკე მარჯანიშვილი პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყოს. ღონისძიებაზე იმყოფებოდა მისი მეუღლე მარინა მარჯანიშვილი, ის ააიპ "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის" მმართველია. პარტიის წევრებმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ისინი ფინანსურ რესურს, ადამიანურ რესურს დაუპირისპირებენ. 

დღის ამბები