20 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
აგრესიული ტესტირება ბაზრებსა და ბაზრობებზე - მოჰყვება, თუ არა პანდემიის ახალი ტალღა COVID-19-ის მზარდ სტატისტიკას საქართველოში

ლილოს ბაზრობა ერთ-ერთი ცხელი წერტილი გახდა. სავაჭრო სივრცეში დასაქმებული 6000 ადამიანის და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის ბაზრობაზე გამკაცრებულია მონიტორინგი. COVID ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის ობიექტში მოქალაქეებს შემუშავებული წესების დაცვით უშვებენ. აუცილებელია თერმოსკრინინგი, პირბადე და ხელების სამედიცინო ხსნარით დამუშავება.

COVID-19-ის გაზრდილი სტატისტიკის და დაუდგენელი წყაროებით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ბაზრებსა და ბაზრობებზე აგრესიული ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. ლილოში ფართომასშტაბიან კვლევას ინფექციონისტთა 4 ჯგუფი ატარებს. 

ლილოს ბაზრობის შემდეგ, COVID ინფიცირებულთა კერა გახდა ქუთაისის ბაზრობაც. ამ შემთხვევაში ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულ ვირუსიან მოვაჭრეს, კონტაქტი ქუთაისის ერთ-ერთ ბაზრობაზე დასაქმებულთან ჰქონდა. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგულაციების დაცვის მონიტორინგი გამკაცრებულია ქუთაისის ბაზრობაზეც.

უსაფრთხოების წესების დაცვისთვის ინფექციონისტები ბაზრობებზე ტესტირების გაფართოებაზე ფიქრობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კოვიდინფექციის მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მიზეზად რეგულაციების შემსუბუქებას ასახელებს. 

კორონავირუსის მზარდი სტატისტიკიდან, მხოლოდ დღეს 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ვირუსი 2 სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა. ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული მედიკოსი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ექიმი სწორედ ამ კლინიკაში და ასევე ინგოროყვაში მუშაობდა. ტესტირება ჩაუტარდა მედიკოსთან დაკავშირებულ ყველა კონტაქტს. 

მედიკოსის გარდა, ახალი 13 ინფიცირებულიდან, სამი ლილოს ბაზრობიდან არის, 1 გაჩიანიდან, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1-ის ეპიდემიოლოგიური კვლევა კი მიმდინარეობს. 

დღის ამბები