20 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ დაასახელა, შსს-ს გენინსპექციაში დაიბარეს

პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ბაჩალიაშვილის მამამ დღეს დაასახელა, შსს-ს გენინსპექციაში დაიბარეს - ინფორმაცია "რუსთავი 2“-ს შსს-ში დაუდასტურეს.

დღეს ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ პირი, რომელმაც მას დაურეკა და უთხრა, რომ "მისი შვილი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

"მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობ ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი არის ეს პიროვნება, აგერ მუშაობს მოადგილედ არის. რატომ მითხრა ასე? რატომ გათიშა ტელეფონი? რატომ გვემასხარავა?“ - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

დღის ამბები