19 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
"სამშვიდობო ფონდი უკეთესი მომავლისთვის" - შეხვედრა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან

"სამშვიდობო ფონდი უკეთესი მომავლისთვის" - სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატი საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე USAID-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს. ფონდი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

"სახელმწიფომ უკვე განახორციელა პირველი კონტრიბუცია ამ მექანიზმის ფარგლებში, ეს იყო ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით, ასევე პირველი გრანტების გამოცხადებისთვის და დღეს ჩვენ ვხვდებით ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს, ვისაც შეუძლია თავისი კონტრიბუცია გააკეთოს ამ ფონდში, იმისათვის, რომ შევძლოთ როგორც სამშვიდობო პროცესების გაგრძელებას, ასევე ხელი შევუწყოთ ვაჭრობის წახალისებას," - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა. 

დღის ამბები