19 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
წასვლის მიზეზი თანამდებობები და კვოტები არ ყოფილა - გიორგი ვაშაძე

თავისუფალი და მრავალფეროვანი არჩევანი ოპოზიციურ ელექტორატს, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს, ყველას აქვს შეთანხმებიდან გასვლის უფლება - ეს განცხადება "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ "დღის კურიერში" გააკეთა. 

"მარტივია საკითხი - ყველას აქვს საკუთარი მოსაზრება. ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ. რაც შეეხება ქალბატონი სამადაშვილის განცხადებას, ჩემი აზრით, ის, რაც უნდა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ოპოზიციურ ლიდერებთან მიმართებაში, ოპოზიციის კრიტიკაა. ვაპირებ თავი შევიკავო და არასდროს ვუპასუხო ასეთ განცხადებებს იმიტომ, რომ რაც მან თქვა, 250 ათასჯერ არის ნათქვამი, ყვითელი პრესასავით გახდა, გაუფასურდა ჩემი დაკავშირება ვანო ჩხარტიშვილთან. 

ჩემი მიზანი არის აღმშენებლობა, მე ვაპირებ გამარჯვებისთვის ბრძოლას და ჭორებს იმის თაობაზე, რომ მეტი კანდიდატი მოვითხოვეთ, არ ვუპასუხებ. ჩემთვის სიები არ არის განმსაზღვრელი, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ზუსტად ვხედავ გამარჯვების ფორმულას. ეს ფორმულა არის ერთიანობა მრავალფეროვნებით. ასე უნდა დავამარცხოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია. 

ოპოზიციაში დაპირისპირება არ არის. არის აზრთა სხვადასხვაობა. საარჩევნო სტრატეგიაზე, ბევრ საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წასვლის მიზეზი თანამდებობები და კვოტები არ ყოფილა. 

ოპოზიციაში მყოფმა ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობა არის ყველაზე ცუდი საქმე, რაც უნდა ივანიშვილს. ოპოზიციაში ჩემი სტრატეგიული გადაწყვეტილება ორი კვირაა რაც იციან. თავისუფალი და მრავალფეროვანი არჩევანი ოპოზიციურ ელექტორატს, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს, ყველას აქვს შეთანხმებიდან გასვლის უფლება, ეს უნდა გააკეთოს ცივილურად  და ასე ცივილურად გავაკეთეთ ჩვენ," -განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები