20 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
კორონავირუსის პირველსა და მეორე ტალღას შორის საქართველოში, შესაძლოა, შუალედური - აგვისტოს ტალღა იყოს

კორონავირუსის პირველსა და მეორე ტალღას შორის, საქართველოში, შესაძლოა იყოს შუალედური - აგვისტოს ტალღა, რომელიც ჯანდაცვის უწყებისთვის გამოწვევა იქნება, პატარა აფეთქება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საზღვრების გახსნამ.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ საფრთხე არსებობს, თუმცა საზღვრები მაინც უნდა გაიხსნას.

ბოლო დღეების განმავლობაში, მცირე აფეთქებების მიზეზად ექიმები სწორედ შეზღუდვების შემსუბუქებას და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას ასახელებენ.

28 ივლისის მონაცემებით საქართველოში "კოვიდ 19-ის" გავრცელების სტატისტიკა წინა დღეებთან შედარებით კლებადია - 8 ახალი ინფიცირებული და 5 გამოჯანმრთელებული. ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მართვას ექვემდებარება.

ინფიცირების წყარო, უმეტესწილად, ისევ ქვემო ქართლი და ლილოს ბაზრობაა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო სივრცის მასობრივი სკრინინგი დაიწყო, გამოკვლეულია ლილოს ბაზრობის 2500-მდე თაანამშრომელი.

იმავე მიზეზით ამ დრომდე ჩაკეტილია წითელ ზონად გამოცხადებული ყარაჯალარი.

დღის ამბები