19 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
კი ნუ ვუსახელებთ ხალხს ჩვენს კანდიდატებს, მათ ვკითხოთ ვინ არის მაგარი - ალეკო ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატის დასაყენებლად კვლევა უნდა ჩაეტარებინა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო გზა თავად ხალხს გამოეკვეთა ლიდერები, თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციამ ამ წინადადებასთან დაკავშირებით "ყურიც არ შეიბერტყა."

"ჩვენმა პარტიამ ვთქვით, რომ თუ გვინდა, რომ რეალურად "ქართული ოცნების" მომგები კანდიდატები იყვნენ ოპოზიციიდან, ვთქვით ძალიან პატიოსანი წესი, როგორ უნდა გაგვერკვია: "ქართულ ოცნებას" თბილისშიც და რეგიონებშიც მოუგებს ძლიერი კანდიდატი, ძლიერი კანდიდატი მკალვჭიდში და ქართულ ჭიდაობაში ხომ არ უნდა გამოვავლინოთ, უნდა გამოვავლინოთ იმის მიხედვით, ვისაც მხარს უჭერს მეტი რაოდენობის ხალხი. ვთქვით, რომ ჩავატაროთ კვლევები, და ვისაც ხალხი გამოავლენს, ის დავაყენოთ თბილისშიც და რეგიონებშიც. ამაზე ყური არ შეიბერტყა არც ერთმა პარტიამ და ყველას ურჩევნია, რომ რაღაც გარიგებებით, სქემებით წავიდეთ და ასე შევთავაზოთ ხალხს. თუ გვინდა ხალხს ვემსახუროთ და ყველა პოლიტიკოსი გეტყვით, რომ მე ხალხის სამსახურში ვარ, იმიტომ ვწვალობ და დღე და ღამე არ მძინავს, რომ ხალხს მინდა ვემსახუროო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხალხს ზურგს აქცევენ და რაღაც გარიგებები მიდის ხალხის ზურგს უკან.

საერთოდ არ მაინტერესებს პარტიებს შორის შეთანხმება - გვაინტერესებს ძლიერი კანდიდატები იდგნენ, რომლებიც დაამარცხებდნენ "ქართულ ოცნებას"? ხოდა, გვეკითხა ხალხისთვის, ერთი ხალხის დიდი გამოკითხვა, თუ ვის ვანდოთ ქვეყანა, ეს არის არჩევნები და არჩევნებამდე გაგვერკვია ვინ არის ძლიერი ოპოზიციური კანდიდატები, ეს გვეკითხა ხალხისთვის და კვლევა ჩაგვეტარებინა. კვლევის მეთოდოლოგიაზე შევთანხმებულიყავით, მაგრამ არა - ყური არ შეიბერტყეს და ურჩევნიათ რაღაც - შენ მე დამითმე, მე შენ დაგითმობ. ხალხს ადარდებს ეს?თვითონ კი ნუ ვუსახელებთ ხალხს ჩვენ კანდიდატებს, მათ ვკითხოთ ვინ არის მაგარი, ვინ არის მეტად ძლიერი, გამოგვეკვეთა ეს ლიდერები და გვეთქვა, მაგრამ ხალხს საერთო ჯამში ესეც არ აინტერესებს, რადგან მათ ძალიან კონკრეტული, თავისი პრობლემები აქვთ,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

2020 წლის არჩევნებისთვის რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდა. "ევროპული საქართველოს" წინადადებას, რომელიც დიდ ქალაქებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს, ხოლო 4 ოლქში - "ევროპული საქართველოს" კანდიდატების, "ნაციონალური მოძრაობა" არ თანხმდება.

დღის ამბები