27 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
აშშ-ის პოლიტიკური სპექტრი ძალიან სხვადასხვაა, გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან მივიღე შესანიშნავი წერილი - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ს კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამერიკული პოლიტიკური სპექტრი განსხვავებულია და არიან კონგრესმენები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ.

გიორგი გახარიამ გაზი გაუსვა, რომ ცალკეული კონგრესმენების პოზიცია გავლენას ვერ იქონიებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.

"ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, ძალიან სხვადასხვაა. გუშინ, ერთ-ერთი კონგრესმენისგან მე მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც აღნიშნა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში არსებული წარმატებები. ამიტომ, იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც უაღრესად პოზიტური, მომავალზე ორიენტირებული იყო და რომლის ძირითადი აქცენტები იყო ის, თუ რამდენად ფასეულია როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არამხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მომავალში გაღრმავებაც.

ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარი არის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც საქართველოში ამერიკული ბიზნესის საქმიანობას,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილი "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა. 

წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. წერილში საუბარია საქართველოში დემოკრატიის კრიზისსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ .

6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.

დღის ამბები