12 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის.

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნები ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები იქნება, თუკი პანდემიის გამო ის ფოსტით ხმის მიცემის პრინციპით ჩატარდება.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.

დღის ამბები