19 მაისი 2024,   04:15
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.

როგორც თავად არჩილ ჯაფარიძემ "კურიერთან" განაცხადა, თანამდებობიდან წასვლა მანამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე რეგიონში ორი დღის წინ სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნდებოდა. 

"ეს გადაწყვეტილება მიღებული მქონდა გაცილებით ადრე, სტიქია დაემთხვა ამ ყველაფერს. როდესაც სტიქია მოხდა მე გამთენიისას უკვე ადგილზე ვიყავი. იცით თქვენ, რომ ფაქტობრივად ვმონაწილეობდი იმ პროცესებში. სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შექმნილია. ყველაფერი იმართება ზედმიწევნით კარგად. ანუ არავითარი საფრთხე არ ემუქრება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ თვის ბოლოს დამეტოვებინა თანამდებობა. ეს პირადი გადაწყვეტილებაა. ყველა ადამიანს აქვს თავისი გეგმა ცხოვრებაში, ეს თანამდებობაც ხომ მემკვიდრეობითი არ არის, რა პრობლემაა თანამდებობის დატოვება ზოგადად," - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.

ვინ დაიკავებს რეგიონში გუბერნატორის პოსტს და ვინ ჩაანაცვლებს არჩილ ჯაფარიძეს, ამ ეტაპზე უცნობია. 

დღის ამბები