26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 7 სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს

ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 7 სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ეთმობა. მთელი საქართველოს მასშტაბით, USAID მხარს უჭერს ინდივიდუალურ მეწარმეებს და სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 7 სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. მთავარი მიზანი კი, არსებული ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა და განვითარებაა.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შიდა ტურიზმის განვითარების კუთხითაც. USAID-ის ხელშეწყობით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყო გასტრო-ტურები, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ  ადგილობრივ სამზარეულოს და ტურისტულ პოტენციას გაცნობოდნენ.

ადამიანური რესურსების გადამზადება, ინფრასტრუქტურული პროექტები, მარკეტინგული კამპანიები, დაცული ტერიტორიების განვითარება და ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა - სწორედ ამ მიმართულებების განსავითარებლად უჭერს მხარს USAID-ის ტურიზმის ხელშეწყობის პროექტები, რომლებიც საბოლოოდ საქართველოს, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად ჩამოაყალიბებს.

ავტორი: სალომე გოგინაშვილი

დღის ამბები