19 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
მონოპოლიას ვებრძვი ყველგან, ამიტომ პოლიტიკაში მონოპოლიას ხელს არ შევუწყობდი - ანა დოლიძე გაერთიანებულ ოპოზიციაზე

"ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოძრაობიდან "ხალხისთვის" ანა დოლიძემ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ შეუერთდა ოპოზიციურ სპექტრს, რომლებიც შალვა ნათელაშვილის მაგიდის გარშემო შეიკრიბა.

მისი განმარტებით, ნათელაშვილის მაგიდის გარშემო ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვინც იდეოლოგიურად მას არ ემთხვეოდნენ.

"მე მიზანმიმართულად არ ვიყავი ამ პროცესის წევრი, ორი ძირითადი საფუძვლის გამო: პირველი, მიუხედავად იმისა, რომ პროცესუალურად ამ მაგიდას ჰქონდა მნიშვნელოვანი მიზანი, ჩემთვის არ იქნებოდა კომფორტული ყველა იმ ადამიანთან კონტაქტი, ვინც ამ მაგიდასთან იყო, ვერ გამოვყოფ ახლა კარგებად და ცუდებად.

ყველას შეუძლია გადახედოს ჩემს ბიოგრაფიას, დაწყებული სანდრო გირგვლიანის საქმით და თქვენი გადაცემის დახურვით, რომელიც გიგა ბოკერიას ზართან იყო დაკავშირებული, აქედან გამომდინარე მარტივია დასკვნის გაკეთება, რატომ არ ვიყავი მათთან. ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება.

მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ ზოგიერთი ადამიანისგან მონოპოლისტური ტენდენციები გაჩნდა, ზოგადად მონოპოლიას ვებრძვი ყველგან რეალურ ცხოვრებაში, ბიზნესში, ამიტომ პოლიტიკაში მე მონოპოლიას ხელს არ შევუწყობდი,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები