19 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
გია ვოლსკისთვის ჩემთან დებატებში ჯდომა წამგებიანია - ანა დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ვოლსკი დებატებში გამოიწვია

"ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოძრაობიდან ”ხალხისთვის” ანა დოლიძე გია ვოლსკის მიმართავს და ტელე-დებატებში იწვევს.

"დამსვით დებატზე გია ვოლსკისთან ტელეეთერის მეშვეობით. ყველა ეთერიდან ვაპირებ მივმართო, სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით და ყველა მსგავს თემაზე შემიძლია დაველაპარაკო.

ერთადერთი კვლევაა, სადაც არის ჩემი პოლიტიკური რეიტინგი გაზომილი და ვარ მოხვედრილი ტოპ ხუთეულში და იქ გია ვოლსკი საერთოდ არ არის ნახსენები. ეს არის "ედისონ რისერჩის" კვლევა. იქ დაფიქსირებული ნეგატივი კი ჩემთან მიმართებაში არის, რადგან ნეგატივი აქვს ყველა პოლიტიკოსს და პირიქით ძალიან რთულია ეს ესე არ იყოს ჩვენს სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობაში. ესეც არის პოლიტიკოსების ბრალი, რადგან დაპირდებიან უამრავ რამეს, უფასო შუქს, უფასო გაზს და შემდეგ ამას მოსდევს იმედგაცრუება.

მეხუთეა კვლევაში ჩემი სახელი, ადამიანის, რომელმაც 2 დღეა დაიწყო პოლიტიკური კარიერა, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ გია ვოლსკისთვის ჩემთან დებატებში ჯდომა წამგებიანია, წამგებიანია მხოლოდ შინაარსობრივად და არა რეიტინგის თვალსაზრისით,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები