თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორის ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და 1179-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 959-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.