02 ივნისი 2024,   11:51
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური "შავი სია" - დავით ბაქრაძემ საოცნებო კოალიციური მთავრობის პერსონა ნონ გრატებად ყოფილი თანაგუნდელები დაასახელა

წარსულში სააკაშვილის თანაგუნდელი, მომავალში სააკაშვილთან ერთად, იგივე მდინარეში მეორედ შესვლას არ აპირებს. დავით ბაქრაძემ, საოცნებო კოალიციური მთავრობის პერსონა ნონ გრატები დაასახელა.

ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, სამეულში მოხვდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. მათი ადგილი მინისტრთა კაბინეტში "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ვერ დაინახა.

ბაქრაძის "შავი სიის" გამო, გაკვირვება ყოფილმა თანაპარტიელებმა დღეს, არ დამალეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" თქვეს, რომ ამ ნაბიჯით "ევროპულმა საქართველომ" პოლიტიკური თვითდაზინება მიიყენა. თავად "ევროპულმა საქართველომ" კი, მათ ოპოზიციური ერთობის საერთო პოლიტიკური მიზანი შეახსენა.

მსჯელობა, თუ როგორი იქნება მრავალპარტიული აღმასრულებელი ხელისუფლება ოპოზიციურ ერთობაში ნაადრევად მიაჩნიათ, თუმცა პარტიები, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის ცალ-ცალკე წარდგენას უკვე აანონსებენ.

 

დღის ამბები