01 ნოემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ბაჩალიაშვილის ორგანიზმში არანაირი ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული მედიკამენტი არმოჩენილი არ არის - მიხეილ რამიშვილი

რა ნივთიერებებია აღმოჩენილი თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში - ოჯახს პროკურატურამ ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გააცნო. როგორც ირკვევა, დადასტურებულია 4 ნივთიერების არსებობა ორგანიზმში. ახლა ოჯახი ელოდება ექსპერტიზების სრულად დასრულებას, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება. 

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, ბაჩალიაშვილის ორგანიზმში 4 დასახელების მედიკამენტია დასახელებული, თუმცა, მათ შორის, არც ერთი არ არის ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური ან ნარკოტიკული მედიკამენტი.

ადვოკატი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი ყველა სახის მედიკამენტი შესაძლოა ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს. მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ საბოლოო დასკვნაში უნდა იყოს წარმოდგენილი, კონკრეტულად, რამ გამოიწვია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება. 

"არის 4 მედიკამენტი დასახელებული, ეს სხვადასხვა მედიკამენტია. ეს არის იგივე მედიკამენტი, რომელიც არის ანთების საწინააღმდეგო, ეს არის ბლუკატორი, რაღაც გარკვეული მედიკამენტი. მრავალი მედიკამენტია, ეს შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ არის აღმოჩენილი არანაირი ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური, ნარკოტიკული, არანაირი მედიკამენტი არ არის ორგანიზმში აღმოჩენილი. ალბათ საბოლოო დასკვნაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რისგან არის გამოწვეული სიკვდილი და რამ გამოიწვია ძირითადად გარდაცვალება,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები