23 დეკემბერი 2024,   08:22
ვრცლად
ნარკოტიკები და სამთავრობო სკანდალი აჭარაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე ამბობს, რომ 2013 წლის 20 სექტემბერს ირაკლი ჭეიშვილის დახმარებით, რომელიც ახლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა, სამთავრობო მანქანით საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერება შემოვიდა. 

მეტიც, მედეა ვასაძე აცხადებს, რომ აღნიშნული იფნორმაცია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსაც მიაწოდა. ვასაძე იხსენებს, რომ მასსა და პრემიერს შორის შეხვედრა 18 თვის წინ გაიმართა.  

როგორც დღეს მედეა ვასაძე ამბობს, პრემიერმა მას ამ ფაქტის გასაიდუმლოება სთხოვა და სანაცვლოდ საქმის გამოძიების პირობა მისცა.

მედეა ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამთავრობო ავტომობილის საზღვრის კვეთის დოკუმენტაცია გამოითხოვა. სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამთავრობო მანქანამ ნომრით CJC 967 საქართველო-თურქეთის საზღვარი, 2013 წლის 18-დან 20 სექტემბრადმე შუალედში რამდენიმეჯერ ნამდივლად გადაკვეთა.

ამის შემდეგ ვასაძემ კიდევ ერთი დოკუმენტი მოიპოვა-ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუვნებელი განაჩენი, რომელიც ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილს მეგობარს გამოუტანეს.

გამამტყუვნებელ გადაწყვეტლებაში კი წერია, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი 2013 წლის 20 სექტემბრს სარფში აიყვანეს და მას საზღვარზე ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

ბრალდებულის დაკავებისა და სამთავრობო ავტომობილის კვეთის დრო ერთმანეთს ემთხვევა. ვასაძე ამბობს, რომ ნარკოტიკების გადმოტანა აჭარაში სამთავრობო მანქანით მოხდა. 

აჭარის სკანდალზე ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო პირადად მურმან დუმბაძისგან. დუმბაძე ამბობს, რომ მან ივანიშვილს სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა უშედეგოდ. 

სკანდალური ბრალდებების მთავარი ადრესატი ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ სამთავრობო მანქანით თურქეთში 2013 წლის სექტემბერში რამდენიმეჯერ ნამდვილად გადავიდა  და არც ოფიციალური დოკუმენცია არ გაუფორმებია. ჭეიშვილის მტკიცებით მან ამით სახელმწიფო თანხები დაზოგა. ჭეიშვილი ამბობს, რომ ის დაკავებულ პირს იცნობს. 

ავტორი: ნოდარ მელაძე

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები