19 მაისი 2024,   09:04
ვრცლად
რუსთავი 2-მა კონცერტებზე ფოთიდან 2 ბათუმიდან კი 1 უარი მიიღო

დღეს რუსთავი 2-მა კიდევ ორი უარი მიიღო კონცერტებზე. ჯერ ბათუმის ვიცე მერმა განაცხადა, რომ პირველ აგვისტოს ანბანის კოშკთან ადგილს ვერ დაგვითმობდა.

შემდეგ კი ფოთიდანაც მოვიდა წერილი, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის მოერე მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა, რომელიც ლოკაციის ცვლილებას, ანუ თეატრის წინ კონცერტის გამართვას გულისხმობდა.

ბათუმის შემთხვევაში მერია მიზეზად ფესტივალს ასახელებს, ფოთი კი მოუმზადებლობას.

რუსთავი 2-მა დღეს ბათუმის კულტურული ღონისძიებების გეგმაც მოვიპოვა, თუმცა ფოთის მსგავსად ამ დოკუმენტშიც ტელეკომპანიის მიერ მოთხოვნილ ლოკაციაზე და თარიღზე არც ერთი ღონისძიება ჩანიშნული არ არის.

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი, ნატა მახვილაძე 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები