19 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
მიზანმიმართული კამპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - არასამთავრობოები და ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებენ

რუსთავი 2-მა 3 ქალაქიდან კონცერტების გამართვაზე 4 უარი მიიღო. ამათგან - ერთი ბათუმიდან, მეორე უარი კი - ფოთიდან. 

ადგილობრივი თვითმართველი ორგანოების ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფასებენ. ნაწილი ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ხელისუფლებას რუსთავი 2-ის ეშინია. 

როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესები ცენტრალური ხელისუფლებიდან იმართება. ნაწილი მათგანი კი თვლის, რომ ყველაფრის სათავეში ბიძინა ივანიშვილია. 

"ბერას კონცერტი, რომ ყოფილიყო არ ჩატარდებოდა," - აცხადებენ ახალ მემარჯვენეებში. 

არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მოუწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობებს, მიღებული გადაწყვეტილებები დაასაბუთონ. 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ხდება მედიისათვის საქმიანობის შეზღუდვა, რაც კანონდარღვევაა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რათა არსებული სურათი შეისწავლონ და დასკვნები დადონ. 

 

ავტორი თამარ ბაღაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები