22 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია

2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე 18 დღით ადრე ქართველმა მორაგბეებმა ახალი სათამაშო ფორმა წარადგინეს.

მაისურზე  გამოსახულია ბორჯღალი, მსოფლიო თასის ლოგო და მწარმოებლის ნიშანი, ხოლო ძველი ქართული მხედრული ლეგენდის თანახმად, ზურგზე ვაზია ამოქარგული.

საგანგებო ტექნოლოგიით დამზადებული მაისური მსუბუქია და მეტოქისთვის მასზე ჩაჭიდება რთულია.

სათამაშო ფორმის საპრეზენტაციო ფოტოსესიაში მამუკა გორგოძე, ლაშა ხმალაძე, დავით კაჭარავა და ლაშა ლომიძე მონაწილეობდნენ.

 

 

ფოტო: site.rugby.ge

ამავე თემაზე
დღის ამბები