06 ივნისი 2024,   19:51
ვრცლად
"უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში" - სტოლტენბერგი

"ველი, რომ აშშ-ის კონგრესიც დათანხმდება უკრაინის მხარდაჭერის პაკეტზე, რადგან უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში," - ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებიან.

მისივე თქმით, მზად არიან იარაღის წარმოების გაძლიერებაზე და უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღსა და საბრძოლო მასალას.

"უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღს, საბრძოლო მასალას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წარმოება. NATO-ს მოკავშირეებთან სულ რაღაც ბოლო თვეა, რაც ჩვენ შევთანხმდით თავდაცვის საინვესტიციო გეგმაზე. ხელი მოეწერა კონტრაქტებს 10 მილიარდ ევროზე. მივესალმები იმ ფაქტს, რომ NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ მეტ მხარდაჭერას, მეტ საჰაერო თავდაცვას, მეტ საბრძოლო მასალას. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ და ველი, რომ აშშ-ს კონგრესიც დათანხმდება უკრაინის მხარდაჭერის პაკეტზე, რადგან უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებიან, უკრაინა და ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო დახმარებაა მთავარი თემაა. მიღებულია გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, NATO მათ მეტი საომარი აღჭურვილობის წარმოებისკენ მოუწოდებს. 

განხილვებში ონლაინ ჩაერთო ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.

დღის ამბები