19 ივნისი 2024,   00:46
ვრცლად
უკრაინაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

უკრაინაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 3 ადამიანი. იერიში განხორციელდა ნიკოპოლზეც - დნიპროპეტროვსკის ოლქში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, არიან დაშავებულები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 40-ზე მეტი თავდასხმა ორი მიმართულებით მოიგერიეს, ფრონტზე კი სულ 73 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, საფრანგეთი ზაფხულში უკრაინას 100 თანამედროვე კამიკაძე დრონს გადასცემს. დანიამ კი, დამატებით, 1 400 000 დოლარის დახმარება დააანონსა.

 

დღის ამბები