13 მაისი 2024,   22:21
ვრცლად
როდესაც ადამიანები იღუპებიან, პარტნიორების შიდაპოლიტიკური თამაშების გაგება შეუძლებელია - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 739-ე დღეს, 71 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის იერიშს 9 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსული დრონი 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გამო უკრაინის თავდაცვა იზღუდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

შაჰედის მიერ დაბომბილ ოდესაში სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციებისა და სხვა სამსახურები განაგრძობენ მუშაობას - არის ინფორმაცია ნანგრევებში მყოფი ადამიანების შესახებ. ეს არის ტერორიზმი, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ სიცოცხლის განადგურებას. მსოფლიოს აქვს საკმარისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, სისტემები შაჰედის დრონებისა და რაკეტებისგან დასაცავად. უკრაინა სიცოცხლის დასაცავად საჭიროზე მეტს არაფერს ითხოვდა. როდესაც ადამიანები იღუპებიან და პარტნიორები უბრალოდ თამაშობენ შიდა პოლიტიკურ თამაშებს, რომელიც ზღუდავს ჩვენს დაცვას, ამის გაგება შეუძლებელი და მიუღებელია. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები