13 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
დადგა დრო, რომ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განცალკევდეს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დადგა დრო, რომ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განცალკევდეს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ჰაქან ფიდანის თქმით, თურქეთი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მხარეებმა უკვე მიაღწიეს იმ მაქსიმალურ შედეგებს, რომელთა მიღწევაც ომით შეუძლიათ. ფიდანის განცხადებით, ახლა დროა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს. მისი თქმით ხოცვა-ჟლეტვა თავიდან უნდა იქნას აცილებული.

დღის ამბები